სამეგრელოს საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

0

10429226_599202850181718_8681131025329374275_nსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ყავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა დილით ხელი მოაწერა ბრძანებულებას სამეგრელოს რეგიონის საპატრულო პოლიციის უფროსად შალვა შენგელიას დანიშნვას. შალვა შენგელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი ძალოვანი იყო, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. მან აღნიშნიშნულ თანამდებობაზე 2015 წლის დასაწყისამდე იმუშავა. შალვა შენგელია 2015 წლის იანვარში აკაკი ხასაიამ მხოლოდ ერთი კვირით შეცვალა.

შალვა შენგელიამ smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსად მისი დანიშნვის შესახებ. ის ამ წუთებში ზუგდიდისკენ მოემართება და მუშაობას რამდენიმე საათში შეუდგება.