სამეგრელოს საყოველთაო ჯანდაცვის სამსახური “ნაციონალების” დასაქმებას არ ადასტურებს

0

jandacvaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საყოველთაო ჯანდაცვის სამსახურში რამდენიმე დღის წინ ახალი კადრები მიიღეს. როგორც smo.ge-ს ცხელ ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობა გვატყობინებს, ჯანდაცვის სამსახურმა საკუთარი კადრები “ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებით დააკომპლექტა.

“ეს ყველაფერი ზუგდიდსა და სამეგრელოში სპეციალურად კეთდება და პროცესი არჩევნების დღიდან დღემდე არ ჩერდება. ადგილობრივი მოსახლეობა ამ და სხვა ამდაგვერი ფაქტების გაპროტესტებას ვაპირებთ. დაგვცინიან თუ რა ხდება? გვაქვს კონკრეტული სახელი და გვარების ნუსხა. ესენი არიან ნანა წითლიძე, ეკა ჩხეტია, ჯულიეტა ქვარცხავა და სხვები. ამას არ დავუშვებთ სამეგრელოში” -ნათქვამია smo.ge-ს ცხელ ხაზზე გამოგზავნილ წერილში.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად სამეგრელო-ზემო სვანეთის საყოველთაო ჯანდაცვის სამსახურის ხელმძვანელს რუსუდან მაქაცარიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი კადრები რეგიონალურ სამსახურს არ დაუნიშნავს და მათი დანიშნვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მოხდა.

“ახალი კადრები ჩვენ ნამდვილად არ მიგვიღია და მათი დანიშნვა მოხდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ დასახელებული ადამიანები არიან პროფესიონალები და მათი პოლიტიკური მრწამსის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. ყველა ადამიანს აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი პოლიტიკური მრწამსი და ამით განსაზღვრა არ შეიძლება. ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია, რომელსაც ვაფიქსირებ. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ჩვენ არავინ დაგვინიშნავს”-აცხადებს რუსუდან მაქაცარია.

სხვა ახალი ამბები: