სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას პრემიები გასაჯაროვდა

0

goroziaინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს ცნობებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციდან მიღებული საჯარო ინფორმაციის შესახებ.

„როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2012 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს გურამ მისაბიშვილს იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პრემიის სახით ჩაერიცხა 23 144 ლარი – ყოველთვიურად მისი პრემია შეადგენდა ხელფასის ერთმაგ ოდენობას (2950 ლარი), ხოლო აგვისტოში ხელფასზე 456 ლარით ნაკლები, ანუ 2494 ლარი დაერიცხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად 2012 წლის 16 ოქტომბერს ხელმეორედ დანიშნულმა ზაზა გოროზიამ ოქტომბერშივე აიღო 1411 ლარის პრემია. ხოლო ნოემბერსა და დეკემბერში – სულ 5900 ლარი. სულ 2012 წელის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მასზე დარიცხულმა პრემიამ 7311 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან 19 თებერვლის მდგომარეობით გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრემიები არ გაცემულა“, – აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

სხვა ახალი ამბები: