“სამეგრელოს 72 ათასი გმირი ჰყავს, რომლებმაც ხმა მისცეს “ქართულ ოცნებას”

0

ocneba“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მერაბ ქვარაია გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი სამეგრელოში შესაძლებელზე დაბლა დაეცა. ამის დამადასტურებლად მას 19 აპრილის აქციაზე სამეგრელოდან თბილისისკენ წასული ადამიანების სიმცირე მოჰყავს.

“19 აპრილს სამეგრელოდან თბილისში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ჩავიდნენ. “ნაციონალები” და სააკაშვილი ელოდნენ, რომ სამეგრელო განსაკუთრებული წვლილით შევიდოდა 19 აპრილის აქციაზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ბოლო 9 წლის განმავლობაში სამეგრელომ პირველად გააკეთა თავისი არჩევანი და არ შეუერთდა “ნაციონალების” აქციას”-აცხადებს მერაბ ქვარაია.

“ქართული ოცნების” ცნობილი სახე ასევე იხსენებს ცხრა წლის წინანდელ სამეგრელოს, როცა გავლენის სფეროები ახალაიებისა და გოროზიების კლანებს ჰქონდათ გადანაწილებული.

“”როლანდ ახალაია იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი და მისი ნება-სურვილის გარეშე სამეგრელოში არაფერი ხდებოდა. ამას ემატებოდა გოროზიებისა და სხვათა კლანები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ სამეგრელოს გადანაწილების პროცესში და ეს ხდებოდა მთელი 9 წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამეგრელოს ჰყავს 72 ათასი გმირი, რომლებმაც საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახების უსაფრთხოების რისკის ქვეშ ხმა მისცეს “ქართულ ოცნებას”-აცხადებს მერაბ ქვარაია.

მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელებში პოპულარულ დათა ახალაიას მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებსაც შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ მამა ახალაიამ ციხეში ჩასვა, ხოლო შვილი ახალაია თავისუფლების სანაცვლოდ კუდის აგენტობას სთავაზობდა, მზად არის ახალაიების აღსარებას გაგებით მოეკიდოს, თუ ეს რათქმაუნდა მორიგი ფარსი არ არის.

“დრო გვიჩვენებს რამდენად გულწრფელია დათა ახალაია თავის ე.წ აღსარებაში და რამდენად გულწრფელია ახალაიების ოჯახი “ნაცმოძრაობასთან” გამიჯნვაში! თუ ეს მორიგი ფარსია, მაშინ ახალაიების მხრიდან თავის გადარჩენის მცდელობა უშედეგო იქნება. თუ ეს გულწრფელი სინანულია საქართველოს მოსახლეობის წინაშე, მაშინ ახალაიების ამ სინანულს საზოგადოებაც და სამართალდამცავებიც გაგებით მოეკიდებიან, რაც ალბათ მათ სასჯელშიც აისახება,”-ავხადებს მერაბ ქვარაია.

სხვა ახალი ამბები: