სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს

0

dacheraსამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა.

როგორც დიპლომატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი, ორი კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. დაკავებულებს შორისვეა პირი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა.

“ჩვენ პასუხი გავეცით იმ ყველა უსუსურ ბრალდებას, რომლის თანახმად, ეს იარაღი თითქოს ჩვენ ან თავდაცის სამინისტრის გვეკუთვნოდა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრი აცხადებს, ამ თემაზე შინაგან საქმეთა უწყება დეტალურ ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებს.

სხვა ახალი ამბები: