„სამეგრელოში აღმოჩენილ საშინელ კადრებთან შედარებით, ციხის კადრები მსუბუქი ვარიანტია“

0
ikaსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში, ფარულ საცავში აღმოჩენილი ვიდეომასალა 2012 წლის სექტემბერში გავრცელებულ, ციხის გახმაურებულ კადრებთან შედარებით, მსუბუქი ვარიანტია”.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ვიდეომასალა 2011 წელს, ვანო მერაბიშვილის შინაგან სამქეთა მინისტრობის დროსაა გადაღებული.
„ეს კადრები 2011 წელსაა გადაღებული. მაშინ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. საუბარია 2 ეპიზოდზე. ეს არის საშინელი კადრები, შედარება გავაკეთეთ ციხის კადრებთან და ციხის კადრები „მსუბუქი ვარიანტია”. ეს უმძიმესი კადრები იმის ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება ადამიანს. ეს კადრები ცხადყოფს, როგორ ებრძოდნენ საკუთარ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს რეჟიმის შემქმნელები და იდეოლოგები,”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: