სამეგრელოში ბიზნეს-ფორუმის მოსალოდნელ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ

0

guberniaaaaaaსახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიამ და პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლებმა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე 31 მაისს ანაკლიაში ჩატარებული ბიზნეს-ფორუმის მოსალოდნელ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კობა ქანთარიამ აღნიშნა, რომ ფორუმის ჩატარების შემდეგ მოკლე დროში უამრავი გამოხმაურება და შემოთავაზება მიიღეს. მან მაგალითად ყაზახეთის ბიზნეს ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტები (ბეტონისა და საკონსერვო ქარხნების, ამბულატორიისა და სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის მშენებლობა) მოიყვანა. ასევე,მისი თქმით, უახლოეს მომავალში ზუგდიდში “მაკდონალდსი”გაიხსნება.

გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით,გარდა ჩამოთვლილისა კიდევ არის მემორანდუმები და ბიზნეს-შემოთავაზებები. შეხვედრის დასასრულს შეკრებილებს ბიზნეს -ფორუმის ამსახველი 20 წუთიანი ფილმი უჩვენეს.

სხვა ახალი ამბები: