სამეგრელოში გამართული საქველმოქმედო კონცერტები დღეს წალენჯიხაში დასრულდა

0

sopo da qmariუკვე მესამე დღეა ქართული ესტრადის ვარსკვლავები საქველმოქმედო კონცერტებს მართავენ სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონში. მარტვილში, სენაკსა და წალენჯიხაში საქველმოქმედო კონცერტები ღია ცის ქვეშ გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს თეიმურაზ ბოჯგუამ, ელიზამ, მიშიკო შაყულაშვილმა, სოფო ბედიამ, ხატია გადელიამ, დიანა ლაბაძემ, ვასო ბოჯგუამ და ვეფხვია კუტივაძემ.

საქველმოქმედო კონცერტი ერთსაათიანი, რომელიც მოსკოვში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს. მათ შორის არის ბიზნესმენი, წარმოშობით წალენჯიხელი გულიკო ხარჩილავა, რომელსაც საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეებმა მხარდაჭერისთვის მადლობა გამოუცხადეს. წალენჯიხაში, საქველმოქმედო კონცერტზე მოსულ წალენჯიხელებს სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ და საკრებულოს წევრმა გიორგი ხარჩილავამ.

მიუხედავად უამინდობისა წალენჯიხის ცენტრში გამართულ საქველმოქმედო კონცერტს მაყურებელი მაინც ჰყავდა. საქველმოქმედო კონცერტი წალენჯიხაში,  წალენჯიხისთვის შექმნილი სპეციალური სიმღერით დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: