სამეგრელოში დევნილებითვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობა იწყება

0

korpusiოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ დანიის ლტოლვილთა საბჭოს დელეგაციასთან სამეგრელოში დევნილებითვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის საკითხი განიხილა.
საუბარია დაახლოებით 30 სახლის აშენებაზე, რომელსაც შვედეთის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.
სამინისტროს ცნობით, სახლები 2 წლიანი პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს. მიმდინარე წელს დაგეგმილია დაახლოებით 15 სახლის აშენება. ეს არის პილოტური პროექტი, რომლის განხორციელება აპრილის ბოლოდან უნდა დაიწყოს. მაისში მოხდება ბენეფიციართა შერჩევა, ივლისში გამოცხადდება ტენდერი. პროექტი პირველა ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპი მომავალ წელს გაგრძელდება. დონორის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია იმ დევნილთა დახმარება, რომელთაც ნამდვილად არაფერი გააჩნიათ.
როგორც დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენელმა პოლ მაკინტოშმა შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტი კერძო სექტორის დევნილოებს შეეხება: „დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს დევნილთა განსახლების პროექტს შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, რომლის ბენეფიციარები იქნებიან კერძო სექტორის დევნილები. ეს იქნება განსახლება და შემოსვლის მომტანი წყსროების ხელშეწყობა. ზუსტად სად აშენდება სახლები – სოფლებში თუი ქალაქებში ჯერ გადაწყვეტილი არ არის. პროექტი კერძო სექტორის იმ დევნილებს შეეხება, რომელთაც უძრავი ქონება არ გააჩნიათ.“
დავით დარახველიძის თქმით კი, საკმაოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაშინ, როცა, ცალკეული დონორები პროგრამების დასრულებაზე საუბრობენ, დანიის ლტოლვილთა საბჭო და შვედეთის განვითარების სააგენტო ახალ საპილოტე პროგრამას იწყებს: „საკმაოდ ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. დონორები ახალ საპილოტე პროგრამას იწყებენ, რაც ითავლისწინებს დასავლეთ საქართველოში დევნილებისთვის კერძო სახლების მშენებლობას. მათ ასევე ექნებათ მიწა და განავითარებენ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს. თუ მშენებლობა ქალაქურ დასახლებაში მოხდება, დონორი მათ ასევე დაეხმარება, სხვა ტიპის ბიზნესი წამოიწყონ. აპრილის ბოლოსთვის დავაზუსტებთ და გავარკვევთ 2 ან 3 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი) სად არის შესაძლებელი დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყოფა, რომ ადგილეზე დევნილებს თავიანთი შემოსავლის წყარო გააჩნდეთ“.

სხვა ახალი ამბები: