სამეგრელოში დევნილთა საკითხებზე მსჯელობენ

0

10998887_622852931181231_3074602302648088069_oსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, სამეგერელო –ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ დღეს ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებული ახალი კორპუსის ასაშენებელი ადგილი მოინახულეს.

ბარამიას 7–ში 12 სართულიანი 34 კორპუსი აშენდება სადაც, იძულებით გადაადგილებული 2460 ოჯახი დაიდებს ბინას. მინისტრის განმარტებით სამშენებლო სამუშაოებზე დევნილი მოსახლეობა დასაქმდება.

10997473_622853007847890_2937308821078997638_o10494927_622855661180958_3770658461906986498_o10974218_622853177847873_8692878302813333892_oდელეგაციამ დღეს სოფელ ახალაბასთუმნის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში ჩასახლებული დევნილები მოინახულეს და მათ 2 კვირაში ახალ კორპუსებში გადაყვანა აცნობეს. დღესვე მოხდა ჭითაწყარის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ფაიფურის სტამბის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების დათვალიერება. დღის მეორე ნახევარში კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა.