სამეგრელოში დევნილთა სამმართველოს ირაკლი ქოჩუა უხელმძღვანელებს

0

devnilta-sammartveloსამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი ლევან მიქავა თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ პოსტზე კი უკვე დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ხვალიდან მუშაობას შეუდგება. სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ზუგდიდელი ირაკლი ქოჩუა  ჩაუდგება სათავეში. ქოჩუა ამ დრომდე საქველმოქმედო ფონდ “აფხაზეთს” ხელმძღვანელობდა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ირაკლი ქოჩუას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა ახალ თანამდებობაზე დანიშნვა. “მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ზუგდიდელი, დიდი გამოცდილება მაქვს დევნილებთან მუშაობის. ასე, რომ ხვალიდან გამოვცხადდები ახალ სამსახურში და შევუდგები მუშაობას. პირველი რასაც გავაკეთებ გავეცნობი სამუშაო პირობებს და შევხვდები ახალ თანამშრომლებს.”-განაცხადა ირაკლი ქოჩუამ.

აპირებს თუ არა დევნილთა სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი პროფესიონალური კადრების მოზიდვა იქნება.

სხვა ახალი ამბები: