სამეგრელოში დევნილთა სამინისტროს სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0

10421180_791050934261019_8910625413157622608_nდევნილთა სამინისტროს სამმართველოს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ნარსიამ თანამდებობა დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ისევ ძველ თანამდებობაზე, სამინისტროში გადაინაცვლა. დავით ნარსიას განცხადება დევნილთა სამინისტრომ დღეს დააკმაყოფილა.

„განცხადება არ დამიწერია წასვლის თაობაზე. მე მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი და დღეს უფლებამოსილება შემიწყდა. ისევ ძველ თანამდებობას დავუბრუნდი სამინისტროში”-აცხადებს დევნილთა სამინისტროს აწ უკვე ყოფილი წარმომადგენელი სამეგრელოში დავით ნარსია.

აღნიშნულ თანამდებობაზე კი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანუჩარ ჩილაჩავა დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის ოფისში დევნილთა უფლებებს იცავდა. მანუჩარ ჩილაჩავა წარმოშობით აფდხაზეთიდანაა. ახალი ხელმძღვანელი პროფესიით იურისტია.

სხვა ახალი ამბები: