სამეგრელოში დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

0

imgსაქართველოში დევნილთა რეგისტრაცია დღეიდან, 1 აგვისტოდან ოფიციალურად ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო. სიმბოლურად დევნილთა რეგისტრაციამ სტარტი სამეგრელოს რეგიონიდან დაიწყო. ზუგდიდის მსაგავსად დევნილები ხელახალ რეგისტრაციას საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაივლიან და საამისოდ ყველაფერი მზად არის.

დევნილთა რეგისტრაცია დილიდან მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. სარეგისტრაციოდ დევნილები დილიდან შეიკრიბნენ  შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც ყველა დევნილს შეუძლია მისვლა და ხელახალი რეგისტრაციის გავლა.

სამეგრელოს რეგიონში რეგისტრაციის პროცესი 15 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც ის სხვა რეგიონებში გაგრძელდება. რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის მისაღებად ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, 032  243 – 11-  00.

სხვა ახალი ამბები: