სამეგრელოში თხილის ტკიპასთან და მავნებელ ხარაბუზასთან მასშტაბური ბრძოლა დაიწყო

0

11187172_477732829060358_6888602061595584838_oსოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა სამმართველომ თხილის ტკიპასთან და მავნებელ ხარაბუზასთან ბრძოლა დაიწყო. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და შხამქიმიკატები, რათა მავნებელის განადგურება დროულად მოხდეს.

მასშტაბური კამპანია დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის თხილის პლანტაციებიდან დაიწყო, ხვალიდან კი შეწამლის პროცესი მთელი რეგიონის მასშტაბით დაიწყება. მოსახლეობამ შეწამლისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა. შეწამლის პროცესის დაწყებას სენაკში სოფლის მეურნეობის რეგიონული სამმართველოს უფროსი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი და მოადგილე დაესწრნენ.

ხარაბუზა და თხილის ტკიპა ფერმერებს ბოლო წლებია დიდ პრობლემას უქმნის. მავებელი განსაკუთრებით წელს მომრავლდა. ხარაბუზა ახმობს თხილის ნარგავებეს, ტკიპა კი თავად თხილის ნაყოფს ადრეულ სტადიაზევე ანადგურებს.

სხვა ახალი ამბები: