სამეგრელოში კოლხურ ნამოსახლარს “ტაბაკონის დიხაგუძუბას” სწავლობენ

0

10675784_542241889242336_1352992591616066614_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგები სწავლობენ ძველ კოლხურ ნამოსახლარს, სახელწოდებით “ტაბაკონის დიხაგუძუბა”.

არქეოლოგებმა მიაკვლიეს ხის ნაგებობათა ნაშთებს, რომელიც წინასწარული კვლევებით 4000–4500 წლისაა. კოლხური არქიტექტურის ნიმუშების აღმოჩენამ ერთი–ორად გაზარდა ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მეცნიერული მნიშვნელობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ საველე არქეოლოგიური კვლევების მიმდინარეობას და მხარდაჭერა გამოხატეს პროექტის შემდგომი განხორციელების პროცესში.

მოპოვებული მასალები მუდმივმფლობელობაში გადაეცემა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმს, ხოლო ცალკეული არტეფაქტების ნიმუშები შესწავლილ იქნება გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სპეციალურ ლაბორატორიაში.

სხვა ახალი ამბები: