სამეგრელოში კონტრდაზვერვის დეპარტამენტს სავარაუდოდ ბეჟან ფარცვანია უხელმძღვანელებს

0

54267_539189016096155_112809163_oსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კონტრდაზვერვის სამსახურს ახალი კადრი უხელმძღვანელებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ აღნიშნულ თანამდებობას წალეჯიხის რაიონის მკვიდრი ბეჟან ფარცვანია დაიკავებს.

ბეჟან ფარცვანია აღნიშნულ თანამდებობაზე გოგა ზაქარაიას შეცვლის. საინფორმაციო სააგენტო smo.ge ცდილობდა ბეჟან ფარცვანიასთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლო. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით რაიმე სახის საკადრო ცვლილების განხორციელებას არ ადასტურებს.