“სამეგრელოში მხოლოდ 12 საათით” – როგორ იხსენებენ დებს მეგობრები და ახლობლები (ფოტო)

0

11210399_838124979569071_665182136626131364_nბოლოს სამეგრელოს დები ზარანდიები 10 მაისს მხოლოდ 12 საათით ესტუმრნენ. ძალიან უყვარდათ აქაურობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სწავლობდნენ და ვერ იცლიდნენ მაინც გამონახავდნენ დროს რომ მშობლიურ სოფელ გურიფულში ჩამოსულიყვნენ. ხობის რაიონის სოფელ გურიფულში ზარანდიებს ორსართულიანი კაპიტალური სახლი ჰქონდათ კეთილმოწყობილი ეზოთი. სახლს დების ბიძა უვლიდა. თვითონ კი ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდნენ.

11049482_820779111303658_8123534012602828526_o1908124_790618280986408_3679169830198831842_n10480590_760949160619987_4628003257400544954_o10984174_797402300308006_5352434568375201916_o10985507_797402236974679_7138760392940852527_o11244714_838124886235747_6159067606098615050_n10986948_798866706828232_510702474079669205_n11256564_841161919265377_2873527630031439505_n994067_588461634535408_1895727457_n“არაჩვეულებრივი გოგოები იყვნენ. არაჩვეულებრივი ხასიათი ქონდათ და იყვნენ ძალიან ნიჭიერები. ინდირას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. არ არსებობდა მის გვერდით ყოფილიყავი და მოგეწყინა. უფრო მორიდებული და წყნარი იყო ლიზა, თუმცა ხასიათით ისინი ორივე ერთმანეთს გავდა. სოფელში რომ ჩამოდიოდნენ ყველა ახალგაზრდა მათთან იყრიდა თავს. არ ვიცით რა ვთქვათ და გვიკვირს კიდევაც, რომ ამ ორი სიცოცხლით სავსე გოგონაზე უკვე წარსულში ვსაუბრობთ”-აცხადებენ დებ ზარანდიების ახლობლები.

“ლიზას ძალიან უყვარდა სურათების გადაღება და განსაკუთრებით სელფების. ხშირად გვსაყვედურობდა ხოლმე ნახევრად ხუმრობით, ერთი სელფის ჯოხი ვერ მიყიდეთო. ძალიან გვიჭირს მათ გარეშე, ეს ჩვენთვის უსაშინლესი სტრესის. არ ვიცით როგორ შევეგუოთ ამ ტრაგედიას”-ამბობენ ზარანდიების მეგობრები.

სხვა ახალი ამბები: