სამეგრელოში ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დავით ქანთარია დაინიშნა

0

kantaria_8014პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის სამეგრელოს რეგიონის შტაბის ხელმძღვანელად წალენჯიხის ყოფილი გამგებელი და შევარდნაძის გუნდის წევრი დავით ქანთარია დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა ორი დღის წინ მიიღო. საინფორმაციო სააგენტო smo.ge ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელს დავით ქანთარიას დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

”დიახ მართალი ბრძანდებით. მე უკვე მეორე დღეა პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობ სამეგრელოს რეგიონში. დღეს მქონდა პირველი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში, ამჟამად კი ვიმყოფები სამეგრელოს სხვა რაიონში. უკვე რიტმში ვართ და ასე გავაგრძელებთ არჩევნებამდე”-განაცხადა დავით ქანთარიამ.

ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ჯერჯერობით არ იცის პრეზიდენტობის კანდიდატის სამეგრელოში ვიზიტის ზუსტი თარიღი. ის აცხადებს, რომ ბურჯანაძის ვიზიტი სამეგრელოში სექტემბერში შედგება, თუმცა ჯერ რიცხვზე არ შეთანხმებულან.

”ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მზადდება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ არ სახელდება. ჩემი, როგორც შტაბის ხელმძღვანელის ოფიციალური წარდგენა ამ დღეს დაემთხვევა, თუმცა წინასაარჩევნო სამუშაოებს, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უკვე მეორე დღეა ვასრულებ”-აცხადებს დავით ქანთარია.

სხვა ახალი ამბები: