სამეგრელოში სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

0

samashveloზუგდიდის, წალენჯიხის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები და შესაბამისად მათ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრებში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დროისთვის იმ ტერიტორიებზე არიან მობილიზებული, სადაც საშიშროება ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი.

მოსალოდნელ ბუნებრივ სტიქიასთან დაკავშირებით ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გამოცხადებულია მზადყოფნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან.

ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით დღის ბოლოს 21 საათისთვის დასავლეთ საქართველოში ციკლონი გააქტიურდება. შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება ერთი დღის განმავლობაში. ჰიდრომეტეოროლოგები არ გამორიცხავენ, რომ ძლიერ წვიმას თან ძლიერი ქალი სა სეტყვაც დაერთოს.

სხვა ახალი ამბები: