სამეგრელოში საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების რეფორმა განხორციელდა

0

sapatrulo

აუდიო ინფორმაცია!

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/sapatrulo-ekipaji.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეიდან, სამეგრელოს რეგიონში პატრულირება საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით განხორციელდება. 14 საპატრულო ეკიპაჟის ნაცვლად რეგიონს 20 ეკიპაჟი მოემსახურება.

საპატრულო პოლიციის ზუგდიდის სამმართველოს სამი საპატრულო ეკიპაჟი დაემატება და დღეიდან ქალაქს რვა ეკიპაჟი მოემსახურება, სამეგრელოს მაგისტრალის სახაზო განყოფილების ხუთ ეკიპაჟს კი ორი დაემატება, რაც საგზაო  მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას გააუმჯობესებს.

შს მინისტრის ინიციატივით, ზუგდიდან ანაკლიის მიმართულებით პატრულირებას რეგულარულად განახორციელებს ერთი ეკიპაჟი, რაც აქამდე მხოლოდ საკურორტო სეზონის დროს ხდებოდა.

ცვლილებები სამეგრელოს რეგიონის საპატრულო პოლიციაში  სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. რეგიონის მასშტაბიდან გამომდინარე, ეკიპაჟების დამატება მნიშვნელოვანად გადადგმული ნაბიჯია.

საპატრულო ეკიპაჟების დამატების რეფორმა, 2012 წლის დეკემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველად თბილისში განხორციელდა და დღეისთვის, 75-ის ნაცვლად,  დედაქალაქს 111 საპატრულო ეკიპაჟი ემსახურება.  ამ მიმართულებით  სამინისტრო კვლავ გეგმავს რეფორმის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც, საპატრულო ავტომანქანებისა და პოლიციელების რაოდენობა უახლოეს მომავლაში  ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაიზრდება.

 

სხვა ახალი ამბები: