სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან (ვიდეო)

0

10987439_864696586925049_1405466538932774198_nძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები დააზიანა. სტიქიის შედეგად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, მათ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ახადა, ნაწილს კი ნაწილობრივ. სახურავები ასევე ახდილია წალენჯიხის, მარტვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტბში, სადაც ზარალის დამთვლელი კომისია მონაცემებს სწავლობს.

წალენჯიხის ცენტრში ქარმა, დღეს დილით სახურავი მთლიანად გადახადა მრავალსართულიან სახლს, რამაც კორპუსთან მდგარი 7 ავტომობილის დაზიანება გამოიწვია. ქარმა წააქცია მრავალწლიანი ხეებიც. დაზიანებულია ელექტროსადნები, რის გამოც რეგიონის მასშტაბით 17-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რამდენიმე სკოლაში და საბავშო ბაღში სახურავის დაზიანების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.

დღეს დილიდან დაზარალებული მუნიციპალიტეტები და ინფრასტრუქტურა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილმემ კობა ქანთარიამ და გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსიამ მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად მოინახულეს.

კობა ქანთარიას განცხადებით, ელექტრო ენერგიის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე დაწყევბული აქვს ენერგო-პრო ჯორჯიას ჯგუფებს და დღის ბოლომდე აბონენტების უმეტესეობას ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგება. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია მრავალსართულიან კორპუსებშიც, სკოლებსა და საბავშვო ბაღში.

გუბერნატორის მოადგილეებმა დაზარალებულებს განუცხადეს, რომ მთავრობა მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამივე მუნიციპალიტეტში მიყენებულ ზარალს ზარალის დათვლელი კომისიები ითვლიან. ზარალის პირველადი მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

სხვა ახალი ამბები: