სამეგრელოში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბების დაკომპლექტებას მწვავე რეაქციები მოჰყვა

0

ocnebaკოალიცია “ქართულმა ოცნებამ” სამეგრელოს რეგიონში წინასაარჩევნო შტაბების დაკომპლექტება და შტაბის ხელმძღვანელების შერჩევა უკვე დაიწყო. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა უკვე სახელდება რამდენიმე პიროვნება, რომლების წინასაარჩევნო შტაბებს უხელმძღვანელებენ სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

წალენჯიხის რაიონის წინასაარჩევნო შტაბს სავარაუდოდ სათავეში ჩაუდგება პაატა ჭანტურია, რომელიც ველერ კვარაცხელიას კადრია. თავად ვალერ კვარაცხელია კი წინასაარჩევნო შტაბს სამეგრელოს რეგიონის მაშტაბით ჩაუდგება სათავეში. ზუგდიდის რაიონში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გია გულორდავა სახელდება. გია გულორდავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგა გულორდავას მამაა და ასევე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელია. რაც შეეხება სენაკის რაიონს, აქ წინასაარჩევნო შტაბს “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კილასონია უხელმძღვანელებს.

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბებში “ქრასასურველი” პიროვნებების დანიშნვას აპროტესტებენ მარტვილში და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია. სწორედ ამის გამო “ქართული ოცნების” განაწყენებული აქტივისტები უფრო რადიკალური ზომების გატარებით იმუქრებიან. მარტვილში პროტესტის ნიშნად დავით საგანელიძის ფიტულიც დაწვეს.

ანალოგიური მდგომარეობაა წალენჯიხის რაიონში. “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის აქტივისტები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ წალენჯიხაში “ქართული ოცნების” ორად გაყოფას და მათთვის არასასურველი პერსონებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების ნდობას.

“ჩვენ არ დავუშვებთ წალენჯიხაში რეინკარნირებული ნაციონალების ხელმეორედ გაჯეჯილებას. ეს არ მოხდება. ჩვენ დღემდე ვიბრძოდით სამართლიანობისთვის და ვიბძოლებთ ბოლომდე. თუ მაინც გადაწყვეტენ რომ შექმნანა ცალკე ე.წ წინასაარჩევნო შტაბი და მას სათავეში ჩაუდგეს ვინმე ჭანტურია და ვალერ კვარაცხელია, მაშინ ჩვენ ფეხით წავალთ თბილისში და გავაპროტესტებთ ამ ფაქტს. დროა მორჩეს და წერტილი დაესვვას “ზემოდან” დანიშნვებს და თითის ქნევებს. ჩვენ არ დავუშვებთ წალენჯიხაში წარსულში დაბრუნებას!”-აცხადებენ “ქართული ოცნების აქტივისტები.

სხვა ახალი ამბები: