სამეგრელოში შექმნილი სიმღერა ქართველ ემიგრანტებზე

0

484emigrantebiზუგდიდელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა მაია ჩიტაიამ არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკის ლოცვა კურთხევით ახალია სიმღერა შექმნა სახელწოდებით “მე დავბრუნდები”. სიმღერა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ეძღვნება, რომელიც ვიდეოპორტალ youtube-ზეა ატვირთული და ორმოცდაათი ათასი ნახვა აქვს უკვე. განსაკუთრებულ მოწონებასა და აღფრთოვანებას გამოხატავენ თავად ქართველი ემიგრანტები და კომენტარებში დიდ მადლობას უხდიან არქიმანდრიტ ანტონსა და სიმღერის შემქმნელს მაია ჩიტაიას.

“ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ასეთი სიმღერის შექმნისათვის. ეს მხოლოდ სიმღერა არ არის, ეს ყველა ქართველი ემიგრანტის სულის კივილია, გულის ტკივილია და უკიდეგანო მონატრების ძახილი, ნატვრა და ჩახუტება ქართული მიწისა”- წერს კომენტარებში ერთ-ერთი ქართველი ემიგრანდი მაია სიმონიშვილი.

სიმღერას სახელწოდებით “მე დავბრუნდები” კომპოზიტორ მაია ჩიტაიასთან ერთად ანსამბლი “ოდოია” ასრულებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ მაია ჩიტაიას მიერ შექმნილ ახალ სიმღერას.

http://www.youtube.com/watch?v=mQzITMbYXJ0&list=HL1360992065&feature=mh_lolz

სხვა ახალი ამბები: