სამეგრელოში ჩასახლებულ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ

0

lad1ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით დევნილთა ორდღიანი სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ აქციის ფარგლებში დღეს ზუგდიდში დავნილთა პოლიკლინიკაში  უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და რამდენიმე ტიპის ანალიზიც გაუკეთდათ. ანალოგიური სამედიცინო შემოწმებები გაგრძელდება ხვალაც.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ვახტანგ სურგულაძის განცხადებით, ექიმები თბილისის რამდენიმე სამედიცინო ცენტრიდან არიან ჩამოსულები.

„ჩამოსულია კარდიოლოგი, ნერვოლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი და პულმონოლოგი. აქციის ფარგლებში პაციენტებს საჭიროებისამებრ ურიგდებათ რამდენიმე ტიპის მედიკამენტი. ეს აქცია ხორციელდება ორი დღის განმავლობაში, დღეს და ხვალ. ანალოგიური აქციები დევნილებისთვის სხვა რეგიონებშიც განხორციელდება“-აცხადებს ვახტანგ სურგულაძე.

ზუგდიდში ორდღიანი აქციის ფარგლებში იგეგმ 600-მდე დევნილის სამედიცინო დახმარება გაეწევა.

სხვა ახალი ამბები: