სამეგრელოში ცნობილი მომღერლები საქველმოქმედო კონცერტებს გამართავენ (AUDIO)

0

koncertiორიდან ოთხი აგვისტოს ჩათვლით ქართული ესტრადის ვარსკვლავები რომლებიც მოსკოვში მოღვაწეობენ, საქველმოქმედო კონცერტებს გამართავენ სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონში. მარტვილში, სენაკსა და წალენჯიხაში საქველმოქმედო კონცერტები ღია ცის ქვეშ გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ თეიმურაზ ბოჯგუა და ელიზა, მიშიკო შაყულაშვილი და სოფო ბედია, ხატია გადელია და დიანა ლაბაძე, ვასო ბოჯგუა და ვეფხვია კუტივაძე.

კონცერტი ერთსაათიანი იქნება და მას მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენები დააფინანსებენ. მათ შორის არის ბიზნესმენი, წარმოშობით წალენჯიხელი გულიკო ხარჩილავა, რომელსაც საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეები კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მადლობას უცხადებენ.

საქველმოქმედო კონცერტი წალენჯიხაში დასრულდება სადაც წალენჯიხისთვის შექმნილი სპეციალური სიმღერა აჟღერდება.

სხვა ახალი ამბები: