სამეგრელოში წვიმს, თუმცა პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს

0

Anakliaსამეგრელოში ჯერჯერობით სიწყნარეა. როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები აღნიშნავენ, არ შეინიშნება რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა. სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში წვიმს, ჰაერის ტემპერატურაც საგრძნობლად დაეცა. შავი ზღვის სანაპიროზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახური, ასევე შინაგანი ჯარის ნაწილები და ადგილობრივი პოლიცია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ფოთსა და ანაკლიაში საკუთარ წყაროებს დაუკავშირდა, რომლებიც ამბობენ, რომ ხალხში პანიკაა გავრცელებული, თუმცა არაფერი საგანგაშო სანაპირო ზოლზე არ შეინიშნება. ფოთსა და ანაკლიაში დამსვენებლები ჩვეულებრივად განაგრძობენ შავიზრვისპირეთში დასვენებას და მათი სასწრაფოდ გაყვანა აღნიშნული ტერიტორიებიდან არ დასტურდება.

”არანაირი დამსვენებლების გაყვანა ანაკლიიდან არ ყოფილა. ეს არის უბრალოდ გავრცელებული პანიკა, რომელმაც რათქმაუნდა იმოქმედა მოსახლეობაზე, თუმცა საგანგაშო მართლა არაფერია. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება ამ წუთას ანაკლიაში. ჩვეულებრივად წვიმს და ცოტათი აცივდა. ანაკლიაში ამ წუთებისთვის არც ქარი არ ქრის. ჩვენთან იმყოფებიან გამგეობის სამაშველო ჯგუფები, ასევე შინაგანი ჯარი და პოლიცია. სტიქიას მართალია ხელს ვერ შეუშლი მაგრამ ყველანაირ მზადყოფნაში ვართ, რომ კრიტიკულ სიტუაციებში მოსახლეობას გავუწიოთ შესაბამისი დახმარება”-აცხადებს ანაკლიის რწმუნებული დავით ცხადაია.

სხვა ახალი ამბები: