სამეგრელოში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებს სამართალდამცავები შეისწავლიან

0

965698_10151739770134201_717855845_oგარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხაიშის ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჯამში 25 კუბური მეტრი წაბლის, ნაძვისა და სოჭის ჯიშის ხე-მცენარე უკნანონოდ გაიჩეხა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. ვინაიდან ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამართალდამცავ ორგანოებს.

სხვა ახალი ამბები: