სამეგრელოში 2 წლის განმავლობაში 956 პროექტი განხორციელდა და 397 მილიონი ლარი შემოვიდა

0

samegrelooooსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორ, ლევან შონიას განცხადებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საინტერესო , საჭირო და დროული იყო. ამის შესახებ ლევან შონიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„რაღაც ხარვეზები ჩვენს რეგიონშიც იყო, მაგრამ ნიშვნელოვანი არა და გამოსწორებადია.  ჩვენ გეგმის მიხედვით მივდივართ და ყველა სამუშაო შესრულებულია.რაც შეეხება პრემიერის შენიშვნებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სწორი შენიშვნები იყო და სამომავლოდ ეს აღარ იქნება დაშვებული. პრემიერმა მიუთითა პირდაპირ პროექტების დროულად შესრულებაზე. მთავარი აქცენტი იყო კონტროლზე, რომ თითოეული მუნიციპალიტეტის მერი, გუბერნატორი თუ გამგებელი უფრო ხშირად გავიდეს მოსახლეობაში და პროექტები გააკონტროლოს. პრემიერმა მუნიციპილიტეტების ხელმძღვანელებს სთხოვა, ნაკლებად ისხდნენ კაბინეტებში და უფრო ხშირად მოსახლეობაში გავიდნენ“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.

ლევან შონიას განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2013-2014 წლების განმავლობაში 956 პროექტი განხორციელებულდადა 397 მილიონი ლარია შემოსული.

ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ შემცირდება საწვავისდა ტელეფონზე საუბრის ხარჯები:

„ჩვენ ისედაც მცირე ბიუჯეტი გვაქვს. ვნახავთ, სად შეიძლება შევამციროთ. ალბათ უფრო საწვავის და სატელეფონო ხარჯებიშემცირდება, ავეჯისშეძენაზეალბათმთლიანადუარსვიტყვით“, – აღნიშნა ლევან შონიამ.

სხვა ახალი ამბები: