სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხვნის პროცესი დაიწყო

0

11004458_937584066253319_1407982319_nსამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხვნის პროცესი აბაშიდან დაიწყო. „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში
პირველი ხნული აბაშის მუნიციპალიტეტის  სოფელ კეთილარის სახნავ-სათეს ფართობებში გაივლო. სადაც  შ.პ.ს. „მექანიზატორის“ 8 ტრაქტორმა მუშაობა ერთდროულად დაიწყო.

10872294_937584082919984_130009499_n11004156_937584072919985_242740775_n961751_937584086253317_1454347823_nმცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით აბაშის მუნიციპალიტეტში უნდა დამუშავდეს 5000 ჰექტრამდე ფართობი. როგორც „მექანიზატორის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, ტექნიკა გამართულია და შეფერხებები ხვნის პროცესში, გარდა ბუნებრივი პირობებისა, გამორიცხულია.

საგაზაფხულო სამშაოების დაწყებას დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი  მამუკა კვიტაშვილი და შ.პ.ს. “მექანიზატორის” დირექტორი იგორ ტყებუჩავა დაესწრნენ.

სხვა ახალი ამბები: