სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი განცხადებას ავრცელებს

0

0104სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ორი დღის განმავლობაში ცალკეულ მედიასაულებებში და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ 15 მარტს ზუგდიდში გამართულ აქციაში მონაწილეობდა ლაშა გვასალია, რომელიც მოხსენიებულია, როგორც სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოადგილე. ვაცხადებთ, რომ ლაშა გავსალია, არ არის გუბერნატორის მოადგილე და არ მუშაობს არცერთ თანამდებობაზე.  გუშინ 16 მარტს, ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ლაშა გვასალია არ არის ჩვენი თანამშრომელი, მიუხედავად ამისა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში იგივე „შეცდომა დაუშვა“. გუბერნატორის ადმინისტრაცია მედიასაშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ მაყურებელი შეცდომაში. ასევე ცალკეულმა პოლიტიკოსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აქციაში მონაწილეობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, რაც ასევე სიცრუეა.

ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ანი ნადარეიშვილმა გამოაქვეყნა იმ პირების სია ვინც თითქოსდა მათ თავს დაესხნენ, იძალადეს, ხელკეტებითა და ქვებით შეუვარდნენ ოფისში. ამ სიაში ანი ნადარეიშვილმა შეიყვანა გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა. ვაცხადებთ, რომ პაატა ლაგვილავა არ მონაცილეობდა აქციაში და მისი დასახელება ემსახურება მხოლოდ მისი იმიჯის შელახვას. წილისწამებისთვის პაატა ლაგვილავა ანი ნადარეიშვილს სასამართლოში უჩივის. ჩვენ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვთხოვდით ანი ნადარეიოშვილს გამოაექვეყნებინა ფოტო ან ვიდეო მასალა სადაც პაატა ლაგვილავას ძალადობა იქნებოდა აღბეჭდილი, თუმცა ნადარეიშვილი მსგავს მასალას ვერ გამოაქვეყნებდა, რადგან მსგავსი კადრები მარტივი მიზეზით არ არსებობს, პაატა ლაგვილავა არ მონაწილეობდა იმ აქციაში რაშიც ანი ნადარეიშვილი მას ადანაშაულებს. „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მოიტყუა, სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, შელახა პაატა ლაგვილავას იმიჯი რისთვისაც მას ბოდიშის მოხდისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ”-ნათქვამია რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში.