სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა

0

11086472_959247654086960_1202129341_oსამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს დ გაგებლებს შეხვდა. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ლევან შონიამ მერებს და გამგებლებს პროექტების მაქსმალური კონტროლი დაავალა.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს პროექტები, რომელიც უკვე მზადაა და დაფინანსების სტადიაზეა.

გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების გამგებლებისგან ასევე მიიღო ინფორმაცია მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. გამგებლების ინფორმაციით საგაზაფხულო სამუშაოები დროულად აგრო ვადების და გაწერილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

სხვა ახალი ამბები: