სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული საკრებულო“ გაიხსნა (ვიდეო)

0

11132138_959265757418483_337821131_oარასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ ზუგდიდში, კონბინატის კულტურის ცენტრის დარბაზში რეგიონულ შეხვედრა გაიმართა. სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდული საკრებულო“ ჩამოყალიბდა. შეხვედრას პროექტის 490 მონაწილე დაესწრო. მათ შორის, 307 ახალგაზრდული საკრებულოს დეპუტატი და 183 პროექტის მონაწილე.

11136310_959265714085154_1763124552_o11130855_959265760751816_1405009498_o11099667_959265784085147_1413324031_oშეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ. დათო კოდუამ „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებს მიმართა და დახმარება აღუთქვა.

მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

„ადამიანი კანონი თავისუფლება“ პროექტის „ახალგაზრდული თვითმმართველობა 2015“ ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდულ საკრებულოებს“ აყალიბებს. ქვეყნის მასშტაბით არსებულ 64 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული „ახალგაზრდული საკრებულოები“ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე XI-XII კლასელებით დაკომპლექტდება. შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს არჩევნების და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ.

ღია ლექციებს ჩაატარებენ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და წარმატებული ახალგაზრდები. შერჩეული ახალგაზრდები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსკურსიებში, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებში.