სამეგრელო თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის

0

thumbზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება დილიდან დაიწყეს. თანამშრომლებთან ერთად პირველადი მოხმარების ნივთები, ტანისამოსი და პროდუქტები  რიგით მოქალაქეებსაც მიაქვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ამ დროისთვის გამგეობასა და საკრებულოში შეგროვდა დახმარების მხოლოდ ნაწილი, რომელიც საღამოს თბილისში გაიგზავნება.

აღნიშნულ აქციას უერთდებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლები.

“მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც შემოუერთდა აქციას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მოგიწოდებთ ყველა თანაქალაქელს რათა დავეხმაროთ დედაქალაქში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ . ვიწყებთ პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვებას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს  იქნება მედიკამენტები, საოჯახო ნივთები თუ ტანისამოსი”-აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პრეს სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ლაგვილავა აცხადებს, სამეგრელოში შეგროვებული პირველადი მოხმარების საგნები, პროდუქტი, ტანისამოსი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა საღამოს 18.00 საათზე თავს მოიყრის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიის შენობაში და სწორედ აქიდან მოხდება ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა თბილისში, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

როგორც სამეგრელოს თვითმმართველ ორგანოებში აცხადებენ, ეს არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი დახმარება სტიქიით დაზარალებულთათვის. მათივე განმარტებით , ისინი საკუთარი ხელფასებიდანაც დადებენ სიმბოლურ თანხებს, რათა დახმარება გაუწიონთბილისში უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას.

სხვა ახალი ამბები: