სამეგრელო უამინდობისა და სტიქიის მოლოდინში

0

1501377_676950639052151_6458141113609445155_oსაქართველოში 29-30  სექტემბერს ცვალებადიამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან – ძლიერი. მათივე ცნობით იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, რომელიც ზოგან 20-25 მეტრ/წამამდე გაძლიერდება. ხანგამოშვებით მისი სიჩქარე 28 მეტრ/წამს მიაღწევს. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა: დაბლობში +14-+19; მთაში +11-+16; მაღალ მთაში +5-+10 გრადუსი სითბო.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ზურაბ კოპაძის განცხადებით უკვე შექმნილია სპეციალური შტაბები აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში, რომელიც უამინდობის გამო მოსალოდნელ გართულებებზე დროულად იმუშავებს. მინისტრის მოადგილის განმარტებით შესაბამისი რეგიონების ყველა გამგებელი წინასწარ არის გაფრთხილებული მოსალოდნელ სტიქიაზე და ამ რაიონებში მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც სტიქიური უბედურების ზონებში იმუშავებს.

საქართველოს მთავრობის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართთვის საბჭო უამინდობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„28 სექტემბრის საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს. ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში.

მეტეოროლოგების ვარაუდით აღნიშნული ვითარება 28 სექტემბის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს.

მივმართავთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ ზღვის სანაპირო ზოლსა და მდინარეების უშუალო სიახლოვეს, ასევე შეძლებისდაგვარად მოარიდონ შინაური ფრინველი თუ პირუტყვი საშიშ ზონებს.

ამ ეტაპისთვის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პრევენციულ ღონისძიებებს. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების რესურსი როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 112“,–აღნიშნულია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: