სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების პროექტების პრეზენტაცია ზუგდიდში (ფოტო+ვიდეო)

0

11090842_660827837383740_2569826991282387608_o

ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში პროექტის „ღია სახლის“ ფარგლებში „თემის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით და რობერტ ბოშის ფონდის, ორგანიზაცია მიტოსტის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით „ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა ფესტივალი“ გაიმართა.

11149627_456992761143652_1648985105071764563_o11206643_456992774476984_1735510997174649028_oფესტივალის მიზანი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა საქმიანობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავებაა. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებმა წარმოაჩიენს მათ მიერ 2015 წელს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები.

ფესტივალში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ , ქალაქისა და რაიონის საკრებულოებმა და სხვადასხვა არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. უწყებებისთვის სპეციალურად გამოყოფილ სტენდზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფოტო მასალით წარმოადგინა 2015 წელს უკვე შესრულებული და მიმდინარე პროექტები, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე სოფლის მეურნეობის, სოციალური და კულტურული აქტივობები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 2014 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტების ვიდეო კოლაჟი და დოკუმენტური პრეზენტაცია.

10999098_660827907383733_8126396631507257228_o11187305_660827760717081_6394461979821766837_o11164747_660827377383786_3934220643447560436_oფესტივალის მიზანი საზოგადოებასა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ქალაქში არსებულ ორგანიზაციებს შორის მიმდინარე საქმიანობებზე ინფორმაციის გაცვლა იყო. ფესტივალის ფარგლებში დაიბეჭდა მონაწილეთა საქმიანობის ამსახველი ბუკლეტი.