ვინ ახორციელებს სამთო-სათხილამურო კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობას სვანეთში?

0

tetnuuldსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის განცხადებით სამთო-სათხილამურო კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა სამომავლო პერსპექტივაშია, პროექტი, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. დავით შავლიაშვილის თქმით, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების თვალსაზრისით, შვეიცარიას უდიდესი გამოცდილება აქვს და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება მათი გაზიარება.

განსაკუთრებული ყურადღება დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა. შვეიცარიელი პარტნიორების თქმით, შვეიცარია მზად არის საქართველოსთვის ამ საკითხში მხარდაჭერის აღმოსაჩენად, განსაკუთრებით კი – ადგილობრივ მოხელეთა ტრეინინგებისა და გადამზადების კუთხით.

საქართველოსა და შვეიცარიას შორის უკვე ხელმოწერილია ადგილობივი სპეციალისტების სწავლების პროგრამა, რომელსაც შვეიცარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მსოფლიო ბანკთან ერთად განახორციელებს.

ამ ეტაპზე შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 2 მსხვილი პროექტი ხორციელდება: რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტი და მუნიციპალური განვითარების პროექტი. აღნიშნული პროექტების მიზანი საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.

სხვა ახალი ამბები: