სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მრგვალი მაგიდა ზუგდიდში

0

10468679_404399229738037_7849418689401624911_n15 მარტს, ასოციაცია “ათინათის” სააქტო დარბაზში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული ღონისძიებების ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა. შეხვედრაზე საგნის ექსპერტმა, სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორმა ნინი გვარამაძემ პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომელიც სამოქალაქო განათლების მიმართულებით იგეგმება.

შეხვედრას პროგრამის – “მომავლის თაობა” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაესწრნენ.

პროგრამა ” მომავლის თაობა” -ხორციელდება PH international- ს მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია ათინათი, ხოლო ფორუმის რეგიონალური კოორდინატორია მაგდალინა თოდუა.