სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევის ცენტრმა ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემო დადებითად შეაფასა

0

news_33766სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევის ცენტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო გარემოს მოკვლევის შედეგები წარმოადგინა.

როგორც განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის კოორდინატორმა გურამ ჩიხლაძემ აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ წინასარჩევნო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, არ გამოვლენილა მედიაზე ზეწოლის ფაქტები.
ოპოზიციური პარტიის შტაბის წარმომადგენლები გარკვევულ ხარვეზებზე საუბრობენ, თუმცა ფაქტების წარმოდგენა ვერ შეძლეს. ასევე არ აღინიშნება პროცესში ძალოვანი სტრუქტურების ჩარევის ფაქტები.

გარკვეული სახის პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა იასონ შეროზიამ.

ზუგდიდის საკრებულოს #88 განკარგულების თანახმად, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საფუძველზე იქნა გაცემული, ქალაქის ტერიტორიაზე გარდა კანონით განსაზღრული ადგილებისა, საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განთავსება აკრძალულია. ამ შემთხვევაში კი საარჩვენო პლაკატები შენობა ნაგებობის ფასადებზეა გაკრული.

„ მიგვაჩნია, რომ ამაზე ა.ი.პ ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრმა უნდა იზრუნოს და ჩვენი რეკომენდაცია იქნება ა.ი.პ-იმ არა არჩევენბის შემდეგ იზრუნოს ამაზე არამედ იმავდროულად, როგროც კი ეს დარღვევები დაფიქსირდება“,-აღნიშნავს ჩიხლაძე.

მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი იასონ შეროზიას თქმით დარღვევა დაფიქსირდა, ზუგდიდში პრაიმერისის ჩატარების დღეს,როცა სხვადასხვა სახით ხელისშეშლის მცდელობას ქონდა ადგილი.

ასევე გიორგი მარველაშვილისა და დავით ბაქრაძის ხალხთან შეხვედრის დროს, როცა შეხვედრაზე საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ.

მისივე განმარტებით პარტიების საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები არაინ არაპროფესიონალები, ამიტომ არჩევნების დღეს პროცედურულ დარღვევებს ექნება ადგილი.

სხვა ახალი ამბები: