“სამოქალაქო საზოგადოების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში”- მრგვალი მაგიდა ზუგდიდში

0

11263741_1126114087414580_2066571311_nპროექტ „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე : „სამოქალაქო საზოგადოების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ შეხვედრაზე მომხსენებლები იყბვნენ: ლევან გერაძე, დავით ჯიშკარიანი და ანა ქოჩუა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

საზოგაოების სამოქალაქო ჩართულობა მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და დიდ როლს თამაშობს როგორ სოციალური, ასევე პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების ყველა ეტაპზე. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბოლოდროინდელი ტენდენციების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოებრივი გაერთიანებები თვითონ იღებენ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას არა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცილებისათვის, არამედ აქტიურად არიან ჩართულები ყველა იმ ინიციატივაში, რომლებიც სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ პოლიტიკაზე ახდენს ზეგავლენას.

მრგვალი მაგიდის მიზანი იყო მკაფიოდ დავინახოთ მოქალაქეობის, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა კონცეფციები და მახასიათებელი ნიშნები, გავაანალიზოთ აქტიური მოქალაქისა და სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმები და განვიხილოთ ისინი საქართველოს რეალობასთან მიმართებით.

სხვა ახალი ამბები: