სამშენებლო კომპანია “სანის” მუშები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

0

saniსამშენებლო კომპანია “სანის” მიერ დაქირავებული მუშები ორშაბათიდან მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს თავად მუშებმა შეატყობინეს. მათი განცხადებით  პროტესტის მიზეზი 4-5 თვის სახელფასო დავალიანებებია, რომელიც სამშენებლო კომპანიას არ გაუცია.

“ყოველდღე გვპირდებიან ხელფასებს, მაგრამ ეს ყოველდღიური შეპირება უკვე 4-5 თვეა გრძელდება. ბოლო ვადა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ხვალამდე აქვთ. თი ხელფასები სრულად არ გაიცა ჩვენ პერმანენტუს საპროტესტო აქციებს გავმართავთ. ჩვენ ვითხოვთ იმ თანხებს, რომელიც თავად გამოვიმუშავეთ და არცერთ კაპიკს ზედმეტს. როცა მივედით “სანის” ადმინისტრაციაში და ხელფასები მოვითხოვეთ, აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო კეიდიამ გვითხრა, ახლავე დატოვეთ ოფისი თორემ პატრულს გამოვიძახებ და დაგაპატიმრებთო. რაზე უნდა დაგვაპატიმრონ? იმაზე, რომ კუთვნილ თანხებს ვითხოვთ? არ გვეშინია მუქარის. ჩვენ ხვალინდელ დღეს დაველოდებით და მერე მართლა არ გავჩერდებით.”-აცხადებენ “სანის” მუშები.

ცნობისათვის, სამშენებლო კომპანია “სანი” სამშენებლო სამუშაოებს ქალაქ ფოთში, კონკრეტულად კი მალთაყვის უბანში აწარმოებს. სამშენებლო კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს. სამშენებლო კომპანიას მუშებისთვის 5 თვის სახელფასო დავალიანება ამ დრომდე არ გაუცია.

სხვა ახალი ამბები: