სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

0

cms-image-000020346პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

“2015 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: