სამშვიდობო პარაკლისი ენგურის ხიდზე

0

DSC07219-636x395აფხაზეთის დაცემასთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე,აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სამღვდელოებამ და მრევლმა ანჩისხატის ხატი მიაბრძანეს და სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადეს.

ენგურის ხიდზე ანჩისხატისხატის ხატის მიბრძენბა, ტრადიციულად ყოველი წლის 27 სექტემბერს ხდება,სადაც სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, მშვიდობაზე და საქართველოს გამთლიანებაზე ლოცულობენ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 21 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოხუმისთვის ბროლა 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს,სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.აფხაზური მხარის მონაცემებით კი დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

სხვა ახალი ამბები: