„სამხედრო პოლიციის ამჟამინდელი უფროსის მოადგილემ არასრულწლოვანი ელექტროშოკით აწამა“

0
img_intro_news_big“თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე სერგო ჩაჩიბაია 6-წლიან სასჯელს არასრულწლოვანი მოზარდის ელექტროშოკით წამებისთვის იხდიდა.
როგორც თუთბერიძემ დღეს  „Front news”-ის პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, 2004 წლამდე ჩაჩიბაია ზუგდიდის პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა და ამ პოსტიდან მისი გათავისუფლების მიზეზი მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახდა.
„ირაკლი ოქრუაშვილის პროკურორობის დროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურორმა როლანდ ახალაიამ სერგო ჩაჩიბაია არჩადენილი დანაშაულის აღიარების მიზნით არასრულწლოვანი ნიორაძის სასტიკი წამების ბრალდებით დააკავა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე ამ სასტიკი დანაშაულისთვის 6 წლიან სასჯელს იხდიდა”-განაცხადა თეა თუთბერიძემ.

სხვა ახალი ამბები: