სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებენ

0

sochპრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, „სოჭის  ოლიმპიადაში მონაწილეობას არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიიღებენ“.

ამის შესახებ მან დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები იმისა, რომ სოჭის ოლიმპიადაში არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიიღებენ მონაწილეობას. ოლიმპიური კომიტეტის არცერთ ვებ–გვერდზე ისინი ცალკე მონაწილეებად არ ფიგურირებენ “ – აღნიშნა აბაშიძემ.

სხვა ახალი ამბები: