სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს?

0

get_imgსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყაროს ცნობით თანამდებობიდან გათავისუფლებულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსისერგო ჩაჩიბაია. ჩვენ ინფორმაციის მიღებისთანავე პირად ნომერზე დაუკავშირდით სერგო ჩაჩიბაიას, რომელმაც არც უარყო და არც დაადასტურა თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ფაქტი.

“უკაცრავად ამაზე ვერ გიპასუხებთ. დაუკავშირდით თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და იქ გაგარკვევენ ყველაფერში”-განაცხადა სერგო ჩაჩიბაიამ და სააგენტოს ჟურნალისტს ტელეფონი გაუთიშა.

სხვა ახალი ამბები: