სამ დღეში შექმნილი ახალი ჰიტი ზუგდიდელ კომპოზიტორს ეკუთვნის

0

12072_491184484307085_496084282_nახალი სიმღერა რომელიც სამ დღეში შეიქმნა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ზუგდიდელ კომპოზიტორსა და ახალგაზრდა შემსრულებელს ეკუთვნის. სიმღერა სახელწოდებით “ყველაფერი თავიდან იწყება” ზუგდიდელი კომპოზიტორის კობა მესხიას ეკუთვნის. ტექსტის ავტორი კი ნანა ცინცცაძეა. სიმღერას კობა მესხიასთან ერთად პოპულარული ქართველი მომღერალი ვერიკო ტურაშვილი ასრულებს.

ახალი სიმღერა ქართულ რადიოსიხშირეებზე რამდენიმე დღის წინ დატრიალდა და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც კობა მესხია აღნიშნავს სიმღერა ვერიკო ტურაშვილის გაცნობიდან რამდენიმე დღეში შეიქმნა და ახალ ჰიტზე მხოლოდ სამი დღე მუშაობდნენ. როგორც ახალგაზრდა კომპოზიტორი smo.ge-სთან აცხადებს ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი მის შემოქმედებაში.

ზუგდიდელი კომპოზიტორი კობა მესხია ამჟამად კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელსაც ქართველ მომღერალ ნინო ძოწენიძესთან ერთად შეასრულებს.

სხვა ახალი ამბები: