სანდრო ბრეგაძე კოაბიტაციაზე კიდევ ერთხელ საუბრობს

0
sandro bregadzeსანდრო ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” კოაბიტაციაზე, ავღანეთიდან საჯარისო ნაწილების გამოყვანაზე და ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკურ წარსულზე საუბრობს. ბრეგაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას „ფეისბუკის” საშუალებით მიმართავს.
მიმართვის ტექსტეს საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ.
“მიმართვა საქართველოს ახალ ხელისუფლებას!!!!
გუშინ კიდევ ერთი საოცრების მოწმენი გავხდით.რუსთავი 2-ის გადაცემა “პოზიციაში” ფრიად უცნაური, საგანგაშო და ამაზრზენი ფაქტის მხილველნი აღმოვჩნდით,როდესაც რატომღაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავის მმართლებლის პოზიციაში აღმოჩნდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან. კანდელაკი და ტყეშელაშვილი ისეთ შტურმზე იყვნენ გადასულები, რომ პოლიტიკის ახალი, გაუსვრელი სახეები გეგონებოდა, რომლებსაც თავიანთი სუფთა წარსულიდან გამომდინარე შეუძლიათ ვინმესთვის პასუხის მოთხოვნა. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პირმშოებმა, ავაზაკებმა და კაცისმკვლელებმა ავღანეთში განვითარებულ უკანასკნელ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებითა თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით ისეთი “ცეცხლი დაანთეს”, რომ მთელი საქართველო მათი მოვალე გეგონებოდათ. ამ შუბლზე ძარღვგაწყვეტილმა რენეგატებმა თუ მანქურთებმა უკვე ისეთი სითავხედე გამოაჩინეს, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი ამ ავაზაკებთან ხელოვნური კოჰაბიტაციის უპერსპექტივობაში. მე დღეს ძალიან შემრცხვა, შემრცხვა იმ ჩვენი თანამებრძოლების, რომლებიც 9 წელი შიშველი ხელებით იბრძოდა, თავს წირავდა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან ბრძოლაში და რომელთა მიზანიც კანდელაკისნაირი და ტყეშელაშვილისნაირი მოღალატეების პოლიტიკურ მოუსავლეთში გაშვება იყო, სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება იყო და საქართველოს ნაცმოძრაობის გარეშე ხილვა იყო. რას ვხედავთ დღეს????საპირისპიროს. ვხედავთ კოსტუმებში სუფთათ გამოწკეპილ ჯალათებს,რომლებიც დემოკრატიას გვიწუნებენ.ვხედავთ ხაზინის ქურდებს რომლებიც პატიოსანი ცხოვრებისკენ გვიბიძგებენ.ვხედავთ ჩვენი ძმების ავღანეთში სასაკლაოზე გამშვებ არამზადებს(რომელთა შვილებიც უცხოეთში ცხოვრებით ტკბებიან),რომლებიც სტატისტიკად აღიქვამენ ჩვენი მებრძოლების მსხვერპლს.ვსხედვართ და პოლიტიკურ ოპოზიციად აღვიქვამთ ნაციონალურ მოძრაობას, უკვე შევეგუეთ მათი მხიდან მორალის კითხვას და არც ის გამიკვირდება რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნებას შევეგუოთ!!!!!ვიმეორებ და არ მომბეზრდება ამის გამეორება—ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ოპოზიციად ქცევა და ამისთვის ხელშეწყობა უდიდესი შეცდომაა,შეცდომაა რომელიც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის!ცალსახაა,რომ ვინც ფიქრობს რომ რევანში უტოპიაა სასტიკად ცდება, ვინც შეგნებულად უწყობს ხელს ნაცების გადარჩენა-გაძლიერებას ის დანაშაულს ჩადის! ნუ დავდებთ სასწორზე ჩვენი ხალხის გამარჯვებას და საქართველოს მომავალს. სანდრო ბრეგაძე” – ნათქვამია სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: