სანდრო ბრეგაძე: “ნუ გადაარჩენთ ხელოვნურად ნაციონალურ მოძრაობას!!!”

1

35989_133078956717642_3462461_nსანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ნუ გადაარჩენთ ხელოვნურად ნაციონალურ მოძრაობას!!!!!!!!!!!!!

ჩემო პატივცემულო მეგობრებო,რომ არა გადაუდებელი აუცილებლობა ამ ინფორმაციას საჯაროდ არ გამოვიტანდი,მაგრამ ვალდებული ვარ ეს ინფორმაცია ღიად განვაცხადო,რათა სამომავლოდ ავიცილოთ ისეთი პოლიტიკური კატაკლიზმები,რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

19 აპრილის წინ შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად ხელოვნურია და პირიქით დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ 19აპრილს საბოლოოდ დასამარდება ნაციონალური მოძრაობა და რეალურად შეწყვეტს პოლიტიკურ მოღვაწეობას.მიხვდნენ რა ამას უკვე თავად შიგნით,ნაცმოძრაობაში ზრუნავენ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერები,რომ როგორმე გაემიჯნონ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას,ამის ნათელი მაგალითია ორი ნაცმოძრაობის სერიოზული პოლიტიკური ლიდერის კერძო საუბრებში გამოთქმული მოსაზრება,რომ ისინი სპეციალურად ცდილობენ ,პროვოცირებას ახდენენ რათა თავი გაარიცხინონ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციიდან და პარტიიდანაც.ისინი ხვდებიან რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი არის ტვირთი ,რომელიც უნდა მოიცილონ ,რადგან თვითგადარჩენისათვის ეს არის ერთადერთი შანსი.ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალება უკვე გარდაუვალი აუცილებლობაა,მაგრამ ასევე არის შანსი (გარკვეული პერიოდით მაინც) ,ნაციონალური მოძრაობისთვის სიცოცხლის ხელოვნურად გახანგძლივებისა და ჩემდა სამწუხაროდ ამ პოზიციას ზოგიერთი წარსულში ოპოზიციური პარტია და უცხოელების ნაწილიც უჭერს მხარს.

არგუმენტად ის მოყავთ,რომ გარდამავალ პერიოდში ოპოზიციაში უმჯობესია ნაცმოძრაობის მსგავსი კომპრომეტირებული ძალა იყოს ვიდრე სხვა ნაკლებადკომპრომიტირებული ან თუნდაც სუფთა პოლიტიკური ძალა და ეს მცდარი შეხედულება როგორც ვატყობ სულ უფრო პოპულარული ხდება პოლიტიკურ კულუარებში.სახეზე გვაქვს ფრიად პარადოქსული სიტუაცია,როდესაც სააკაშვილ-მერაბიშვილის გარდა დანარჩენებს თვით ნაცმოძრაობიდან აწყობთ თავისივე პოლიტიკური გუნდის წაშლა და მათთან ვითომ დაპირისპირებული ზოგიერთი ურეიტინგო ძალა თავისივე პოლიტიკური კომფორტისთვის ცდილობს ხელოვნურად სიცოცხლე გაუხანგძლივოს კლინიკური სიკვდილის პროცესში მყოფ ნაცმოძრაობას!!!!!!!არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია,რომ დამნაშავეებთან ხელოვნური კოჰაბიტაცია შეუძლებელია,ხოლო მათთვის ხელოვნურადვე პოლიტიკური სიცოცხლის გახანგძლივება დანაშაული,რადგან ქართველი ერი არ იმსახურებს პოლიტიკურ სცენაზე შემთხვევით აღმოჩენილი ურეიტინგო პოლიტიკანებისაგან ,რომ კულუარული პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდეს,მსხვერპლი რადგან ყოველივე ცეცხლთან თამაშს გავს და ცეცხლთან თამაში ხშირად რა შედეგის მომტანიცაა კარგად მოგეხსენებათ!!!!!!!!!!!!!!!!!!”-ნათქვამია facebook-ში გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: