სანდრო ბრეგაძე სამეგრელოში ყოფილი “მხედრიონელების” გააქტიურებაზე საუბრობს

0

bregadzeმოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი სანდო ბრეგაძე გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში სამეგრელოს თემას ეხება. ბრეგაძე სამეგრელოში ყოფილი “მხედრიონელების” გააქტიურებაზე საუბრობს და ქვეყნის პრემიერს ამ საკითხით დაინტერესებას ურჩევს.

“სამეგრელოს სატყეო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თემურ გერგაია, რომელიც აწიოკებდა სამეგრელოს, იყო ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი და ოთხჯერ აიღო ეს რეგიონი. “მხედრიონელი” რომელიც ცოცხლად წვავდა ადამიანებს, დღეს სამეგრელოს სატყეოს უფროსად დანიშნეს. ამას რომ ხედავს ადგილობრივი მოსახლეობა, ცხადია, კითხვები ჩნდება. მე მაინტერესებს ის ადამიანი, რომელსაც აზრად მოუვიდა სამეგრელოში “მხედრიონელები” წამოეწია. სამეგრელო დღეს ისევ “მხედრიონელებს” და “ნაციონალებს” აქვთ ანექსირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იცის ბიძინა ივანიშვილმა და იმედია, დაინტერესდება ამ თემებით”-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

სხვა ახალი ამბები: