სანდრო ბრეგაძე

0

35989_133078956717642_3462461_nჩემდა სამწუხაროდ დღეს სასამართლომ და პროკურატურამ კიდევ ერთხელ დასცინა ქართველ ერს.დიახ !!!მოსამართლე დარახველიძის მიერ გამოტანილი განაჩენი გახლავთ ქართველი ერის დაცინვა და აბუჩად აგდება.თუმცა კუბლაშვილის სასამართლო იქით იყოს და ჩვენ სახელმწიფო ბრალდებას მივხედოთ და ვნახავთ,რომ სრული უნიჭობა და არაკომპეტენტურობა ჭირდებოდა იმას,რომ სადისტები,მწამებლები,ავაზაკები და მკვლელები უდანაშაულოდ წარმოეჩინათ.ბრალდების წარდგენის პირველივე დღიდან პირადი შეხვედრებისას ვაფრთხილებდი ძალოვანი უწყების პირველ პირებს,რომ ახალაიას და მისი ბანდის გასამართლება რესტორანში ჩხუბის ან ჯარისკაცების ვარჯიშის გამო მკვდარდშობილი ბრალდება იყო,თუმცა ამპარტავნული თვითდაჯერებით მიღებული პასუხი ერთი გახლდათ-“გთხოვ გვენდეთ და ნახავთ საბოლოო შედეგსო!!!”აი დადგა შედეგის დღე და ვნახეთ სრული არაკომპეტენტურობა ბრალდების მხრიდან,სრული ქაოსი და უცოდინრობა,რომელმაც შედეგად მოგვცა უსაშინლესი მოვლენა,როდესაც ავაზაკებს ამართლებენ და არგუმენტიც კი არაა იმისათვის რომ ბრალდება დაასაბუთო.კიდევ დიდი იმედი მაქვს,რომ ყოველივე პროკურატურის არაკომპეტენტურობის გამოისობით მოხდა და ეს არაა დადგმული მოღალატეობრივი სპექტაკლი,თუმცა კითხვის ნიშნები აქაც გაჩნდა.უკვე საიდუმლო არაა ის,რომ პროკურატურა ყველაზე სუსტი რგოლია ჩვენს სამართალდამცავ სისტემაში,რადგან იქ ან არაპროფესიონალი დილეტანტები ანაც სააკაშვილ-ადეიშვილის მიერ აღზევებული თანამდებობის პირები სხედან,შეგიძლიათ ამოიღოთ მაღალჩინოსანთა ბიოგრაფიები და მათი წაკითხვისას დარწმუნდებით ,რომ სრულ სიმართლეს მოგახსენებთ.დიახ ტოტალური მედროვეების და დილეტანტების ზეობის ხანა დადგა საქართველოში,მოღალატეები და უნიჭოები მოკალათდნენ ჩვენს მიერ 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვების შემდეგ სავარძლებში,ერთგვარი კასტაა შექმნილი პირთა ჯგუფის მიერ,რომლებიც კომპეტენტური და ნიჭიერი ადამიანების ბლოკირებას ეწევიან სამართალდამცავ სტრუქტურებში და ამ ფონზე მხოლოდ პირადი ანგარებით ნიშნავენ სრულიად არასანდო და არაკომპეტენტურ ხალხს,სწორედ ეს გახლავთ საფუძველი იმ საშინელებებისა რაც დღეს და არა მარტო დღეს მოხდა.განვმეორდები და ვიტყვი,რომ ჩემს თვალწინ უკვე არაერთ პროფესიონალ იურისტს,ოპოზიციის მხარეზე მდგომ თავდადებულ ხალხს დაწყვიტეს გული,უარი უთხრეს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობაზე და მათ საპირწონედ სისტემა ხელში ჩაუგდეს პირებს ,რომლებიც სწორედ ახალაიებთან,კოდუებთან თუ ადეიშვილ-მერაბიშვილთან ერთად 9 წელი წამებით სულს ხდიდა საქართველოს მოსახლეობას და ამავე დროს სრულად დილეტანტები არიან.საშინლად გაბრაზებული ვარ და ჩემი ეს გაბრაზება არაა ემოციურ ფონზე შექმნილი ფსიქოლოგიური მდგომარეობა,ეს გაბრაზება მომდინარეობს იმ ადამიანებისგან ,რომლებმაც საკუთარი სიცოცხლეც კი არ დავიშურეთ,რომ 1 ოქტომბრის გამარჯვება მოპოვებულ ყოფილიყო და საშინლად გასაბრაზებელია როდესაც ესეთ იმედგაცრუებას,უნიათობას,მედროვეობას,უნიჭობას და პრინციპების ღალატს აწყდები,რადგან ამ დროს გებადება აზრი რომ შენი ბრძოლა ფუჭი იყო და ამ ბრძოლით არაფერი შეცვლილა,პირიქით უკან წავედით და ქაოსმა დაისადგურა.იმ ქვეყანაში,სადაც პროკურატურა ფაშისტებსა და ადამიანთა მკვლელებს იმას ვერ უმტკიცებს,რომ ისინი დამნაშავენი არიან და ამ ფონზე ნათელი მომავლის კონტურების დანახვა ერთობ ძნელია.დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება,რომ ყვარყვარეებითა და უნიჭოებით დაკომპლექტებული არცერთი სისტემა წარმატებას ვერ მიაღწევს და ვფიქრობ პრემიერს მოუწევს იმ ბლოკის გარრვევა,რომელიც მის გარშემო შექმნა რამდენიმე პირისგან შემდგარმა ჯგუფმა და რომელი ჯგუფიც კატასტროფისკენ მიაქანებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.”ნიჭი ბიძიკო ნიჭიო”-ესე ბრძანებდა დიდი გალაკტიონი და ეს ნიჭი სახელმწიფოს აშენებისთვის აუცილებელია,თუმცა თუ უნიჭობა ზეობს და ამ უნიჭობას მოღალატეობრივ-მედროვეული ასპექტი ემატება ეს უკვე კატასტროფაა და მე ჩემი სამშობლო კატასტროფისთვის არ მემეტება!!!!!!!!!!დადგა მხილების დრო და ეს მხილება თითოეულმა ჩვენთაგანმა,1 ოქტომბრის გამარჯვების თითოეულმა რიგითმა ჯარისკაცმა უნდა დავიწყოთ, ეს მხილება გახდება საბოლოო გამარჯვების დაგვირგვინება,წინააღმდეგ შემთხვევაში,პირში წყლის ჩაგუბების შემთხვევაში,მოყვარისათვის პირში სიმართლის ართქმის შემთხვევაში ჩვენ რევანშის უნებლიე თანამონაწილენი გავხდებით.როგორც სულმნათი მერაბ კოსტავა ბრძანებდა-მხილება არის ჩვენი ერთადერთი და ყველაზე მძლავრი იარაღი,რომელიც საქართველოს მტრებს დაგვამარცხებინებს!!!!!!

სხვა ახალი ამბები: